“ჩემს მხარდაჭერას შეეწირე…”, – ასე ეხმაურება რეჟისორი ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრიდან მსახიობ იოსებ ხვედელიძის წამოსვლას.
მსახიობი იოსებ ხვედელიძე იძულებული გახდა მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი დაეტოვებინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და მიზეზი განმარტა.
როგორც მსახიობისგან ხდება ცნობილი, ბოლო წლების განმავლობაში, მისი შეხედულებების გამო, ერთგვარი “სასჯელი” დაუწესეს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რომელშიც ის მონაწილეობდა და ფაქტობრივად ხელფასი გაუნულდა.
MIX – მეტრონომი აღნიშნული საკითხის შესაფასებლად ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა, რაზეც განაცხადა, რომ ის უკვე ოთხი წელია თეატრში აღარ არის და შიდა პრობლემებზე ვერ ისაუბრებს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, თავის დროზე ის თეატრიდან ისეთივე გულისტკივილით გამოუშვეს, როგორც ეს მსახიობ იოსებ ხვედელიძის შემთხვევაში მოხდა.
“მე რა შუაში ვარ?! მე ოთხი წელია მაგ თეატრში აღარ ვარ. გამომიშვეს ისეთივე გულისტკივილით, როგორც ხვედელიძე…”, – უპასუხა MIX – მეტრონომს დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან, მაშინდელი კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა. დოლიძის ნაცვალდ, აღნიშნულ პოსტზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე დაინიშნა. ქეთი დოლიძე თეატრიდან მის გაშვებას კულტურის მინისტრთან უთანხმოებას უკავშირებდა.
იხილეთ მსახიობ იოსებ ხვედელიძის განცხადება:
https://mix.metronome.ge/25829-2/