იტალიაში მობილური ტელეფონების, პლანშეტების, GPS-ის სისტემებისა და ძვირფასი ნივთების მოპარვის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედია წერს, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საქართველოს მოქალაქეებმა ავტომობილები გაძარცვეს. მათი ინფორმაციით, მძარცველები მოწყობილობა ჯემერს იყენებენ, რომელიც მუშაობს მანქანის დისტანციური მართვის პულტიდან მართვის ბლოკზე გაგზავნილი სიგნალის დაბლოკვით, რაც ხელს უშლის კარის ჩაკეტვას. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები წარსულში არაერთ ძარცვაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
იტალიურმა პოლიციამ ქართველები არინო დი დოლოს ბენზინგასამართ სადგურზე ქურდობის რამდენიმე მცდელობისთვის დააკავეს, მაგრამ გამოძიების პირველადი მონაცემების თანახმად, ჯგუფი, რომელიც შედგება ოთხი ორმოცი წლის ქართველისგან, წარსულში ბრალდებულია ვენეტოსა და ფრიულის შორის ავტომაგისტრალის მონაკვეთებზე რამდენიმე ინციდენტში.
