მსახიობი იოსებ ხვედელიძე იძულებული გახდა მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი დაეტოვებინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მიზეზი განმარტა.
როგორც მსახიობისგან წერს, ბოლო წლების განმავლობაში, მისი შეხედულებების გამო, ერთგვარი “სასჯელი” დაუწესეს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რომელშიც ის მონაწილეობდა და ფაქტობრივად ხელფასი გაუნულდა, ამის დასტურად, “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე ანაზღაურების ის ქვითარი გამოაქვეყნა, სადაც მითითებული სარგო მხოლოდ 7 ლარს შეადგენს.
მსახიობის აღნიშნულ განცხადებას მისი კოლეგები ეხმაურებიან:
რუსკა მაყაშვილი: – “რა უხერხულია… საუკეთესო ხარ! ყველაფერი ახლა იწყება!” – წერს რ
ჯანო იზორია: -“აბა, ახლა ადგეს სხვა ჯიგარი თეატრი და არ დაკარგოს ეს მხეცი არტისტი აბა სცადეთ… და მჯერა რეალიზების საშუალება მოგეცემა აუცილებლად! წარმატება ულევი, რაც აუცილებლად იქნება სოსო ჯიმა”
გიორგი გასვიანი: – “აი, ეს სტატუსი ცხოვრებაში არ დამავიწყდება!”
ლევან კოჩიაშვილი: – “ძალიან სამწუხაროა!!! წარმატებები სოსო”
მარიამ ჯოლოგუა: – “სოსო! შენ ხარ ძალიან კარგი არტისტი და ოქროს ბიჭი!!! ამას ნიშნავს ეს უამრავი კომენტარი და რეაქციაც.”
და კარგი ადამიანი და ღირსეული პიროვნება – ყოველთვის კარგად იქნება! ასეა ეს!”
ია სუხიტაშვილი: – “დავმუნჯდი…! უნიჭიერესი კაცი ხარ,სამწუხაროა თუ ამას ვერ ხედავენ”
ანა ტყებუჩავა: – “შენისთანა კარგი და საინტერესო მსახიობი ესეთებზე არ უნდა დარდობდეს, წარმატებას გისურვებ”
ნიკა თავაძე: – “საერთოდ ასეთი შეცდომები განაპირობებენ თეატრის მომავალ პრობლემებს. საბოლოო ჯამში, მთავარი საქმე ზიანდება. შენისთანა მსახიობს, ამაზე რომ უწევს ლაპარაკი და ასეთი პრობლემის წინაშე დგება, დანაშაულია, მარტო შენს მიმართ არა, თეატრის მიმართ… და პროპკავშირი, რომელსაც პირდაპირ უნდა ევალებოდეს ამ პრობლემების მოგვარება და კითხვების დასმა, არ არსებობს..”
თამარ მაყაშვილი: – “შოკში ვარ”
იოსებ ხვედელიძე გამოქვეყნებული პოსტში აღნიშნავს, მისთვის ძალიან მტკივნეულია დეტალების ჩამოთვლა და დასძენს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იძულებითია.
“შეიძლება გადაჭარბებულია იმის იმედი, რომ ბოლო მსახიობი ვიქნები, რომელიც თეატრს იმ მიზეზით ტოვებს, რა მიზეზიც ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტი გახდა…
2017 წლის შემდეგ თეატრმა გარკვეული “სასჯელი”დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო. მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ფაქტობრივად გამინულდა ხელფასი. ჩარიცხული თანხის ნაწილი იქვითებოდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
წლების განმავლობაში დაზღვევის ფასის ზრდასთან ერთად, ხელზე ასაღები თანხის ოდენობა მცირდებოდა. განახლებული სადაზღვევო პოლისის შემდეგ კი, ,,დარჩენილმა,, თანხამ შეადგინა მხოლოდ – 7 ლარი.
დიდი მადლობა თეატრს დაზღვევისთვის. ჩემგან დაუსწრებლად სავარაუდოდ ბევრი არგუმენტი გაჩნდა მათი ნაბიჯის გასამართლებლად.
5 წლის განმავლობაში თეატრს არცერთხელ გამოუთქვამს ჩემთან დიალოგის სურვილი. მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა ეს სურვილი, რაც განცხადება დავწერე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. დიალოგის რესურსს ნამდვილად ვერ ვხედავდი არსებული უსამართლობის გამო და უარი ვთქვი ამ შეხვედრაზე.
მოვითხოვე განცხადება შესაბამის დაფაზე განთავსებულიყო. ჩემი წასვლის ნამდვილი მიზეზი მინდოდა გაეგოთ ჩემ კოლეგებს, რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა. ამიტომ გიზიარებთ ჩემს განცხადებას. ცხადია, აქ არ დასრულდება ამ თემაზე მსჯელობა და ყოველთვის მოძებნიან თავის გასამართლებლად არგუმენტებს.
ძალიან მტკივნეული და უიმედოა ამ სამარცხვინო დეტალების ჩამოთვლა. შესაბამისად, თავს აღარ შეგაწყენთ. ვუსურვებ ყველას წარმატებას. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ერთად გატარებული წლებისთვის. იმედია, სწორად გაიგებთ ამ იძულებითი გადაწყვეტილების მიზეზს”, – წერს იოსებ ხვედელიძე Facebook – ის პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/25842-2/