საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას დიდთოვლობის გამო ჩაკეტილ გზაზე მოძრაობის აღდგენის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია” – წერია განცხადებაში.
