უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებ. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის უკრაინული ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვაში ეხმარება
“ჩვენ ვაფიქსირებთ გაზრდილ კავშირებს რუსეთსა და ჩინურ კომპანიებს შორის, რომლებიც მათ კოსმოსური დაზვერვის მონაცემებს აწვდიან. სამწუხაროდ, გვაქვს კორელაცია ჩინური სატელიტების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ფოტოების გადაღებასა და რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვას შორის. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ქმედებებს, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელოს ომი და დიპლომატიური ძალისხმევა ნაკლებ სერიოზული გამოაჩინოს. ჩვენ ამ საკითხს პარტნიორებთან წამოვჭრით”- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
