Thursday, December 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მეცნიერებმა ადამიანის სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

December 24, 2025
მეცნიერებმა ადამიანის სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

მრავალწლიანი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა სისხლის ჯგუფი ახალი აღმოაჩინეს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა. აღმოჩენის შესახებ სპეციალისტებმა მილანში გამართულ სისხლის გადასხმის საერთაშორისო კონგრესზე განაცხადეს

68 წლის ქალი გვადელუპადან ამ დროისთვის ერთადერთი ცნობილი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც სისხლის ეს ჯგუფი აქვს. ჯგუფს Gwada negative უწოდეს.

მეცნიერებმა ქალი პირველად 2011 წელს გაიცნეს, როდესაც ის პარიზში ცხოვრობდა და ოპერაციის წინ რუტინულ ანალიზებს იტარებდა. ექიმებმა მისი სისხლის ჯგუფის განსაზღვრა ვერ შეძლეს და შესაბამისი შეწყვილებული სისხლიც ვერ მოიძებნა. იმ დროს არსებული ანალიზის მეთოდები საკმარისად განვითარებული არ იყო იმისთვის, რომ ქალის სისხლის ჯგუფის განსაზღვრა შესაძლებელი ყოფილიყო და საქმე რვა წლის განმავლობაში ამოუხსნელი დარჩა.

2019 წელს მკვლევრებმა გამოიყენეს გენების მაღალი გამტარობის სეკვენირების ანალიზი, რომელიც DNA-ის სწრაფი და ღრმა ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა. მათ თავიდან შეისწავლეს ქალის სისხლი, რასაც ორი წლის განმავლობაში დეტალური კვლევა მოჰყვა – გუნდმა მისი სრული გენომი გააშიფრა.

ადამიანის სისხლის ჯგუფის სისტემები გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. ეს კლასიფიკაციები შეეხება ანტიგენებს – ცილებსა და შაქრებს, რომლებიც ერითროციტების ზედაპირზე მდებარეობს და რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ აღიქმება. ავსტრიელ-ამერიკელმა ბიოლოგმა, კარლ ლანდშტაინერმა, 1901 წელს პირველმა აღწერა ყველაზე ცნობილი ABO სისტემის ჯგუფები, რაც 1930 წელს ნობელის პრემიის მოპოვებით დაუფასდა.

სისხლის ჯგუფების კლასიფიკაციაში მეორე ყველაზე ცნობილი რეზუსის სისტემაა, რომელიც ეფუძნება იმას, აქვს თუ არა ადამიანის სისხლის უჯრედებს სპეციალური ანტიგენი, რომელიც „რეზუს ფაქტორის“ (Rh factor) სახელით არის ცნობილი. ამ ნიშნით ადამიანი კლასიფიცირდება როგორც Rh-დადებითი ან Rh-უარყოფითი.

ABO და Rh სისტემების კომბინაცია სისხლის რვა ძირითად ჯგუფს ქმნის, რომლებიც ყველაზე ფართოდ არის ცნობილი და გამოიყენება მედიცინაში. თუმცა, სინამდვილეში არსებობს ათობით ნაკლებად ცნობილი სისხლის ჯგუფის სისტემა, რომლებიც უფრო იშვიათია და გაცილებით რთულ სტრუქტურას წარმოადგენენ.

თვის დასაწყისში სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოებამ Gwada negative საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიყვანა, როგორც რიგით 48-ე სისხლის ჯგუფი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
  • მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს – სადღესასწაულო დღეების ამინდის პროგნოზი
  • პენსიონერებისთვის სასიხარულო სიახლე ვრცელდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge