ვინ მოკლა ბიზნესმენი აიდინ ჰამზაევი – ბურუსით მოცული ამბის ორი ვერსია. პროკურატურის მოწმე ხელს ბრალდებულს ადებს და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ განსასჯელის სკამზე რეალური დემნაშავე ზის, მაგრამ ამის არ სჯერა ადგილობრივებს. ადვოკატმა მტკიცებულებად დღეს ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, სადაც წერია რომ მამაკაცი, რომელიც კადრებში ჩანს, ბრალდებულის ვიზუალს არ ემთხვევა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 46 წლის კაცის მამა ამტკიცებს, რომ შვილი უკანონო პატიმარია. 75 წლის პენსიონერი ირწმუნება რომ დაკავბული უდანაშაულოა და რეალური მკვლელი თავისუფლებაზეა. მაჰმუდ ალიევი იორმუღანლოში 21 მაისს დააკავეს, პოლიციამ კაცს უთხრა, რომ 2022 წელს ქეშალოში მომხდარი მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი იყო. დაკავებულის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი გამოძიების და დაზარალებული ოჯახის ინტერესებს ეწირება. ჯამბულ ალიევის თქმით პოლიციამ 3 წელი დანაშაული ვერ გახსნა, ოჯახის ზეწოლის გამო კი სამართალდამცველებმა მსხვერპლად მისი შვილი აარჩიეს და პასუხისგებაში მისცეს.
დასაჯეთ ნამდვილი დამნაშავე – ამ მოთხოვნით ჯერ პროკურატურასთან და შემდეგ სასამართლოსთან ბრალდებულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები იდგნენ. ხალხი ამტიცებს, რომ მაჰმუდ ალიევს ბიზნესმენი არ მოუკლავს და ის ციხეში შეთითხნილი ბრალდებით ზის.
32 წლის ბიზნემენი სოფელ ქეშალოში სამი წლის წინ მოკლეს. აიდინ ჰამზაევი სიგარეტევის ბიზნეს ფლობდა, ის საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრლიეს. შემზარავი მკვლელობა მაღაზიაში არსებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. დანაშაულს ჰყავდა თვითმხილველებიც რომლებიც შემთხვევის დროს მაღაზიაში იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა ადგილობრივმა პოლიციამ დანაშაული ვერ გახსნაა. ახალგაზრდა კაცის მკვლელობიდან 3 წლის თავზე ოჯახმა თბილისის პროკურატურას გამოძიების ბოლომდე მიყვანა სთხოვა, საქმე რამდენიმე დღეში გაიხსნა.
