ზუგდიდში მომხდარ მკლელობასთან დაკავშირებით “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
სოფელ ზედა ეწერში 32 წლის კაცმა 66 წლის მეზობელი ნაჯახით აჩეხა. თავის არეში მიყენებული ჭრილობებით მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. 32 წლის კაცი ასევე ფიზიკურად გაუსწორდა გარდაცვლილის მეუღლესაც, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ირკვევა, რომ კაცმა, რომელიც დააკავეს, ქუთაისის ფსიქიატრიული დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. დანაშაული პოლიციის შენობიდან ას მეტრში მოხდა.
ზუგდიდის სოფელ ზემო ეწერში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
