Wednesday, December 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

December 23, 2025
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

გუშინ, 2025 წლის 22 დეკემბერს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეეთავაზათ თბილისის პროკურორთან შეხვედრა. თბილისის პროკურატურაში შეხვედრაზე მისულ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, პროკურატურის შინაგანაწესის თანახმად, ტელეფონების სპეციალურ შესანახ კარადაში განთავსება ეთხოვათ, რაზეც მათ უარი განაცხადეს, იმ მოტივით, რომ პროკურატურას შესანახად ვერ ანდობდნენ მობილურ ტელეფონებს და მოითხოვეს შეხვედრაზე ტელეფონებით შესულიყვნენ. როგორც წესი, პროკურატურის შენობაში მობილური ტელეფონებით მოქალაქეები არ დაიშვებიან. მიუხედავად ამისა, აღნიშნულის შემდეგ, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს შესთავაზეს შეხვედრაზე მობილური ტელეფონით დასწრება, თუმცა ოჯახმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, მათ უფლებადამცველებთან ერთად, შესთავაზეს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო საშუალებებით შეხვედრაზე დასწრების შესახებ შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა, რათა ეს არ გამხდარიყო მორიგ ჯერზე შეხვედრაზე უარის თქმის საბაბი. აღნიშნული შეხვედრა ოჯახის გადაწყვეტილებით მაინც არ შედგა.

ასევე, განვმარტავთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი გაეცნო საერთო ჯამში 7-ჯერ – 2025 წლის 23, 25 და 28 ოქტომბერს, ასევე 11, 16, 17 და 19 ნოემბერს, რაც მას ყველა ჯერზე დადასტურებული აქვს საკუთარი ხელმოწერით. 2025 წლის 7 ნოემბერს ოჯახის ადვოკატმა ითხოვა საქმის მასალის ასლების გადაცემა, რაზეც მას პროკურორის დადგენილებით უარი ეთქვა საქმის მასალების გახმაურების საშიშროების, შესაბამისად გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით. აღნიშნული დადგენილება ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრდა 19 ნოემბერს და ვინაიდან 18 ნოემბერს საქმე უკვე სასამართლოში იყო წარმართული, საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას საქმის მასალების გადაცემის შესახებ, ვინაიდან საქმე ამ დროს უკვე სასამართლოში იყო გადაგზავნილი.

ამის შემდეგ ოჯახის ადვოკატმა საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა და რადგან სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, მოითხოვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაეწერა ხელწერილი საქმის მასალების გაუთქმელობის შესახებ, რაზეც ამ დრომდე რეაგირება და უკუკავშირი სასამართლოსთან არ მომხდარა. სასამართლოსთან შესაბამისი უკუკავშირის შემთხვევაში, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საქმის მასალების გადაცემის შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

საქართველოს პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, ასევე მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას მოახდინოს სხვა პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

აქვე განვმარტავთ, რომ როგორც დაზარალებული მხარის ინტერესებიდან, ასევე არასრულწლოვან პირთა საქმის გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე პროკურატურა ამ დრომდე თავს იკავებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრისგან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • წყალი 15 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • ტრაგედია “ჩცდ”-ს მსახიობის ოჯახში – რას წერს თინი გალდავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge