რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პროტესტის 335 დღესაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ ივანიშვილის ხელისუფლებს, რომ მათი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენამდე არ შეწყდება. საუბარია სინდისის პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე.
პროტესტი გრძელდება ერთ წელიწადზე მეტია. ჩვენი მოთხოვნები ყველასთვის ცნობილია, ამიტომ ჩვენ ამ პროტესტის გაჩერებას არ ვაპირებთ და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეს რეჟიმი რა ტიპის კანონებს მიიღებს. აქ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, – ამბობს ტატო ქელბაქიანი.
ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მამა დოროთე ყურაშვილი. რუსთაველის გამზირზეა ზურა გირჩი ჯაფარიძეც.
