კახა კალაძის თქმით, დაანონსებული დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში იგეგმება.
კალაძე ასევე აცხადებს, რომ ხეივანზე ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმოძრავებს.
“ტრამვაი იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გადაადგილება, დიდი დიღმიდან შესვლა და გამოსვლა გავაადვილოთ. პროექტის განხორციელებას აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში ვფიქრობთ, სადაც ტრამვაისთან ერთად, სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ავტობუსები და მიკროავტობუსებიც გადაადგილდებიან. ეს ხეივანზე გადატვირთულ მოძრაობას შეამსუბუქებს”. – თქვა კალაძემ ივანიშვილის თბილისის საკრებულოს სხდომაზე.
