“დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი” – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რათა შესაძლებელი გახდეს თამარ მეარაყიშვილის განთავისუფლება.
„დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი; მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”,- აცხადებენ სუს-ში.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. „გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.
