„ჩვენთან რომ „ომიკრონს“ აგდებულად უყურებენ, ეს არის უდიდესი შეცდომა – ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა“, – ამის შესასებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე “ქრონიკასთან” საუბრისას აღნიშნა.
ამასთან, როგორც ცერცვაძე ამბობს, “დელტა” შტამთან შედარებით, “ომიკრონი” ნაკლებად მძიმე მიმდინარეობისაა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ის უწყინარ ვირუსად უნდა იქნეს მიჩნეული. ცერცვაძე ერთადერთ გამოსავალს კვლავ ვაქცინაციაში ხედავს.
“ეს არის ყველაზე დიდი, ძალიან სერიოზული შეცდომა, რომ “ომიკრონი” არის ჩვეულებრივი გრიპი, გაციება, ნაკლებად მძიმე, ამიტომ პრაქტიკულად მას არაფერი არ სჭირდება და შესაბამისად, “არც ვაქცინაცია არ არის აუცილებელი, იმიტომ, რომ თუ დაგვემართება, ამას იოლად გადავიტანთ”. “ომიკრონი” არის შედარებით მსუბუქი, ვიდრე, “დელტა” შტამი, მაგრამ არც ისე მსუბუქი… ჩვენთან “ომიკრონს” აგდებულად რომ უყურებენ ეს არის უდიდესი შეცდომა. ერთადერთი გამოსავალია არის – ვაქცინაცია! ვაქცინაცია! ვაცინაცია!”, – ამბობს ცერცვაძე “ქრონიკასთან” საუბრისას.