ნინო წილოსანმა ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით ისაუბრა.
“რადიკალები ისედაც სულ გაერთიანებულები იყვნენ, უბრალოდ, მათ ძალა არ აქვთ, რომ რაღაც შედეგი აჩვენონ. ამიტომ, მათი სურვილი, რომ გაერთიანდნენ, არის ახალი სულის ჩაბერვა იმ უკვე არსებულ გაერთიანებაში, რომელიც სრულიად დისკრედიტებული და ვერაფერს ვეღარ აკეთებენ.
რა თქმა უნდა, ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც საპატიმროდან ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი გამოვიდა და იმედია დაიკომპენსირა ის, რისი ნაკლებობაც იქ ჰქონდა, ახლა ახალი ენერგიით შეუდგება იმ არასწორი საქმის კეთებას, რომელსაც აქამდე აკეთებდა. ასევე, მინდა დავამშვიდო ისიც და ჩვენი მოქალაქეებიც, რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებს სიტუაციას, სადაც ვერავის, მათ შორის ისეთ ძლიერ აგენტურას, როგორიც ისინი არიან, არ ექნება საშუალება, რაიმე სახის, შიდა ან გარე არეულობა გამოიწვიონ” – თქვა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა რუსთავის ციხე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ 19 დეკემბერს დატოვა. ერთ-ერთ კითხვაზე, ყველაზე დიდი სირთულე რა არის ციხეში? – ჯაფარიძემ უპასუხა: “სექსის ნაკლებობა”.
