Monday, December 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

December 22, 2025
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 17 დეკემბერს მიღებულ კანონს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“.

კანონპროექტის ინიციირების დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში. მან სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები.

საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მომივიდა ხმები რომ დავწერო შეწყალება და გავიდე გარეთ ბოდიში მაგრამ სისულელეა! ჯერ მოძალადე მეძახეს მერე ქვეყნის დამქცევი მერე მოღალატე” – მათე დევიძე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • სააპელაციო სასამართლომ მათე დევიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge