თბილისის რამდენიმე ქუჩას 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება – ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “თელასი” ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას.
