ყველა ტერორისტს, რომელიც საკმარისად ბოროტია ამერიკელებზე თავდასხმისთვის, ვაფრთხილებ, უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებთ, ვიდრე ოდესმე მიგიღიათ – დონალდ ტრამპი აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სირიაში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს“ ათობით ობიექტზე მასშტაბური დარტყმებს ეხმაურება.
“სირიაში ISIS-ის მიერ მამაცი ამერიკელი პატრიოტების სასტიკი მკვლელობის გამო, რომელთა მშვენიერი სულებიც ამ კვირის დასაწყისში ამერიკულ მიწაზე ძალიან ღირსეულად მივაგეთ პატივი, ვაცხადებ, როგორც დაგპირდით, მკვლელი ტერორისტების წინააღმდეგ შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად იძიებს შურს.
ჩვენ ძალიან ძლიერად ვუტევთ ISIS-ის სიმაგრეებს სირიაში, სისხლით გაჟღენთილ ადგილს, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ რომელსაც ნათელი მომავალი აქვს, თუ ISIS-ი განადგურდება. სირიის მთავრობას, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს სირიაში სიდიადის დასაბრუნებლად, [ჩემი] სრული მხარდაჭერა აქვს. ყველა ტერორისტს, რომელიც საკმარისად ბოროტია ამერიკელებზე თავდასხმისთვის, ამით ვაფრთხილებთ – თქვენ უფრო ძლიერად დარტყმას მიიღებთ, ვიდრე ოდესმე მიგიღიათ, თუ რაიმე ფორმით თავს დაესხმებით ან დაემუქრებით აშშ-ს“ – წერს ტრამპი.
