“დედებო, მამებო, დამიდექით გვერდით! მოდით, 22 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა წერს.
“გააზიარეთ!
♥️მ ი ე რ თ გ უ ლ ე
ს ა ქ ა რ თ ვ ელ ო ვ !
მე ვარ, არასრულწლოვნების მიერ, წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად, საშინელი სისასტიკით მოკლული ექიმი/მასწავლებელი, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე!
✅ დედებო, მამებო, დამიდექით გვერდით!
მოდით, 22 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ!
(ვახტანგ გორგასლის ქ.N24)
ჩემს ადვოკატებთან ერთად ვმართავ აქციას!
ზაზა ხატიაშვილი , Darejan Sulashvili , Tamar Avaliani
❗დაიცავით ჩემი შვილი, რომ არ მოკლან თქვენი შვილიც!
მე ვებრძვი არა მარტო პირსისხლიან მკვლელებს, რომლებიც საშიშნი არიან საზოგადოებისთვის და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი, არამედ მათაც, ვინც მკვლელებს აფარებს ხელს!
ეს არ არის პოზიცია ოპოზიციას შორის ბრძოლა, ეს არის სამართალში დაშვებული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც თუ არ აღმოვფხვერით დღეს, ვეღარ მოვერევით ხვალ!
არასრულწლოვანებში გამძვინვარდება დაუსჯელობის სინდრომი, იქცევიან პოტენციურ დამნაშავეებად და ამოხოცავენ ერთმანეთს!
დაარღვიეთ სუბორდინაცია, დადექით ჩემს გვერდით როგორც დედა და მამა!
➡️ პროკურატურას ეშინია ხმაურის!
1) გიგა რომ მომიკვდა, გავავრცელე ხმამაღლა და დაიჭირეს გიორგი რიკაძე; (საყვედურიც მივიღე, შენმა ყვირილმა დამაჭერინაო.)
2) ვიყვირე პროკურატურასთან და საქმეში ჩადეს მნიშვნელოვანი სამხილი;
3) აქცია დავაანონსე და დაიჭირეს ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი.
📌არ გავჩერდები მანამ, სანამ კანონის მთელი სიმკაცრით არ იქნება დასჯილი ყველა, ვისაც კი იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის გიგა ავალიანის მკვლელობაში!
‼️ერთი დამნაშავეც კი, რომ დარჩეს დაუსჯელი, მე ავიღებ გიგა ავალიანის წილ სისხლს!‼️” | წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე
🔴 20 დეკემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების კიდევ ორი არასრულობანი დააკავეს.
📍 მანამდე, 19 დეკემბერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 22 დეკემბერს პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავს: “22 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, ჩემს ადვოკატებთან, ზაზა ხატიაშვილთან, დარეჯან სულაშვილთან და თამარ ავალიანთან ერთად, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ, ვმართავ აქციას!” – წერს ეკა კუპატაძემ სოციალურ ქსელში.
