Wednesday, January 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

არ შეიგინო… ამ სტატუსს რომ წაიკითხავ, 10-მდე დაითვალე და კომენტარი მერე დაწერე, არ აჰყვე ემოციებს… – სანაია

February 7, 2022
დღეს თავისუფლად იტ**აურეთ, ხალხო – სანაია

რეჟისორ რობერტ სტურუასთვის 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაცემის საკითხსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“არ შეიგინო… არ შეიგინო… არ შეიგინოოო… ამ სტატუსს რომ წაიკითხავ, 10-მდე დაითვალე და კომენტარი მერე დაწერე. არ აჰყვე ემოციებს. მე ასე ვქენი, როცა წერას მოვრჩი.

კიდევ ერთი ბოდვა ქონების მართვის სააგენტოს განცხადებიდან…

ეკონომიკის სამინისტროში რუსთაველის თეატრიდან შუამდგომლობა შემოვიდაო. ეს შუამდგომლობები და კოლექტიური და ანონიმური წერილები ხომ ააღორძინა წულუკიანმა… მოკლედ, მივუბრუნდეთ შუამდგომლობას – ასე და ასეო, სტურუა მაგარი რეჟისორია და მიწის ნაკვეთი მიეცით, რომ სახლი აიშენოსო. დააკვირდით – სახლი აიშენოსო. კარგი. გავყვეთ ამ ლოგიკას…

ჯერ ერთი, მე რატომ უნდა ვიზრუნო მთელი ცხოვრება ფულის მამაძაღლობით შოვნით დაკავებული სტურუას სახლზე, როცა დევნილებს თავზე ენგრევათ ბინები, მაგრამ “ოკ”. უბრალოდ ლოგიკას გავყვეთ. რადგან ეგეთი მაგარი ტიპიაო, მივეცითო მიწა და “ვაბშე” რატომ გიკვირთო. ხომ გახსოვთ, მიწა სახლის ასაშენებლად უნდოდა სტურუას. აბა რა აღმოჩნდა. ეგ მიწა ფიქციურად ვიღაც თავის ტიპს გადაუფორმა და ამ გზით გაყიდა. ამაში მიიღო 221 ათასი დოლარი.

ქონების მართვის სააგენტო ხომ იძახდა, მაგ მიწას სახლის ასაშენებლად ითხოვდაო. ახლა როცა მიწა გაყიდულია, ეს სააგენტო თავის განცხადებაში ლამაზად წერს:

,,ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება”, – წერს სანაია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუასთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “პირველმა“ გაავრცელა.

საუბარია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ თხინვალაში არსებულ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე აშენებულ ნაგებობაზე. ნაკვეთის ჯამური ფართობი 1500.00 კვ.მ.-ია.

აღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ბაზაში სულ 21 ამონაწერი იძებნება. ამონაწერების თანახმად, გასული წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მიწის მესაკუთრე  სახელმწიფო იყო. ნოემბრის დასაწყისში, რეესტრის ბაზაში იძებნება განცხადება, სადაც დაინტერესებულ პირად რობერტ სტურუაა მითითებული.

16 ნოემბერის ამონაწერში ნაკვეთის მესაკუთრედ უკვე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ფიქსირდება. თუმცა, ნოემბრის მიწურულს, რობერტ სტურუამ ნაკვეთი როინ ნოზაძეს უსაჩუქრა, რომელიც მანამდე რეესტრის ბაზაში ატვირთულ დოკუმენტებში მის წარმომადგენლად ფიქსირდებოდა.

TV – “პირველი”-ს ცნობით, როინ ნოზაძემ ნაკვეთი მალევე გაყიდა. მიწა კი შპს “ჯეო-ოლიმპი”-მ შეიძინა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა სამინისტროს სახელზე.

უწყების განცხადებით, რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია და  მთავრობის გადაწყვეტილება არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს :

„რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით. რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს, ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება.

https://mix.metronome.ge/%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%97/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამას ვერავინ იფიქრებდა, ვერც წარმოიდგენდა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • ცნობილია ახალგაზრდა გოგოს ვინაობა, რომელიც მარნეულში ავარიას ემსხვერპლა
  • ნახეთ, 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge