“უკრაინა არ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უფლებას, გააკონტროლოს ქვეყანაში პოტენციური საპრეზიდენტო არჩევნები” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ბევრი პუტინია. ერთი ამერიკელებს ესაუბრება, მეორე გამოდის სიტყვით, მესამე კი სხვა რამეს აკეთებს… ჩვენ არ დავთანხმდებით ვინმეს მიერ არჩევნების გაკონტროლებას“ – თქვა ზელენსკიმ კრემლის ლიდერის ყოველწლიურ პრესკონფერენციის კომენტირებისას.
ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ NATO-ს საკითხზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც პუტინი ომის ძირეულ მიზეზებზე საუბრობს, ომის ნამდვილ მიზეზებს კი არა, არამედ საბაბს ეძებს.
” ხვალ შეიძლება თქვას, რომ ეს NATO-ს გამო ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა ბლოკის წევრი. შემდეგ შეიძლება განაცხადოს, რომ NATO-ში გაწევრიანების თვით მოწვევაც უკვე საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. ახლა კი საუბრობენ რაღაც ბუფერულ ზონებზე… ის საკუთარ საზოგადოებაში საბაბს ეძებს… ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც პუტინის შეჩერება შეუძლია, შეერთებული შტატებია“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
