მათემატიკული მოდელირების საფუძველზე უახლოეს მომავალში (ალბათ, 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, “დაიბადება” აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში
“მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება!
“ომიკრონი დასასრულის დასაწყისია? – არა!
კოვიდი არ არის სეზონური გრიპი!
მათემატიკული მოდელირების საფუძველზე უახლოეს მომავალში (ალბათ, 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, “დაიბადება” აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე, ამერიკაც არ ჩამორჩება.
რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები?! გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება!
როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება? – სამედიცინო პირბადით, დისტანციით და ვაქცინაციით (ფაიზერი /მოდერნა)!
ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ! ჯერჯერობით ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში…”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/25499-2/