Saturday, December 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა ” – ირაკლი კუპრაძე

December 19, 2025
“ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა ” – ირაკლი კუპრაძე

ზურა გირჩი ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა – შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია და ეს დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე წერს.

კუპრაძის განცხადებით, “ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს ქართველი ხალხი დააშინოს, რადგან თავად არის შეშინებული“.

“ვულოცავ ზურას ტყვეობიდან გათავისუფლებას. ვულოცავ შენს ოჯახს, შვილებს.

რაც შეეხება ზურა გირჩი ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლებას, ეს არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება. შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია და ეს დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ.

ზურა და ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერი თუ სინდისის ტყვე, დღეს პატიმრები არ არიან. ისინი ავტოკრატიული რეჟიმის ტყვეები, მძევლები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველო ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე და მძევალია.

ავტოკრატიული რეჟიმი რეალურად ცდილობს დააშინოს ქართველი ხალხი, რადგან თავადაა შეშინებული, თუმცა ჩვენ ის ვერ შეგვაშინებს და ვერც დაგვამარცხებს!“, – წერს კუპრაძე.

შეგახაენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება დღეს, დაახლოებით 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, რა დროისთვის მისი ოჯახის წევრები და მეგობრები გეგმავდნენ საპატიმრო დაწესებულებასთან მისვლას, თუმცა ციხიდან 08:00 საათზე გამოუშვეს. ჯაფარიძის განცხადებით, ოჯახის წევრებთან დაკავშირებაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მდგარი უცნობი ტაქსის მძღოლი დაეხმარა.

“რამდენიმე დღის წინ ვიკითხე რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მანდ უნდა ვყოფილიყავი 10:30 საათისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ დილით 08:00 საათზე გამომდგეს. არაფერი არ აუხსნიათ, უბრალოდ მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი. ჩასალაგებელი არაფერი მქონდა და მაისურით ვიყავი. გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს, იმიტომ, რომ ძალიან სქელი არისო და სტანდარტებში არ ჯდებოდა. მაისურით გამომიშვეს 08:00 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დავურეკე ნატას, რომ მეთქვა გარეთ ვარო. მერე მეგობარმა მომაკითხა. გარეთ არავინ იყო, სრული სიცარიელე იყო, დაახლოებით ერთი საათი, შეიძლება 40 წუთი ვერ მოვახერხე ვერავისთან დაკავშირება, რომ გარეთ ვარ-მეთქი“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge