“ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით, რაღაცნაირი შინაგანი პროტესტი გაქვთ?” – ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეს შეკითხვას მომღერალმა და კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა გადაცემაში “ნოესთან” უპასუხა:
“კი. არ მინდა ვარსკვლავი. დაგვიანდა ჩემი ვარსკვლავი. სხვადასხვა გარემოებათა გამო, არ მეღირსა ვარსკვლავი, და ახლა არ მჭირდება”, – ამბობს ჯემალ სეფიაშვილი ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუში.
ამასთან, სეფაიაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო ჯერ არ მიუღია.