Friday, December 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი” – ზურა ჯაფარიძე გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

December 19, 2025
“რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი” – ზურა ჯაფარიძე გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

“რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი, რის გაკეთებას მოვასწრებთ, საშუალებას მოგვცემენ თავისუფლება შევიგრძნოთ, მერე გავჩუმდეთ, გავჩერდეთ, ან ქვეყნიდან წავიდეთ, ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ – ამას ვერ მიიღებენ” – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

„ერთადერთი რისი საშუალებაც მქონდა იყო ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზორიდან ვიღებდი. სოცქსელებთან წვდომა არ მქონდა. ადვოკატები ხანდახან რაღაცას მიყვებოდნენ. მე კი მეყოფა თავხედობა ეგრევე ჭკუის სწავლება დავიწყო და დავიწყო მოყოლა რა არის გასაკეთებელი, მაგრამ თავს შევიკავებ. ჯერ შეხვდები, დაველაპარაკები და დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ვიღაცებს დაველაპარაკო, მოვისმინო, ვინ რას ფიქრობს. საბოლოოდ, მერე მოვყვები, ჩემი აზრით, რა არის სწორი, რისი გაკეთებაა სწორი და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ვეცდები, რომ გავაკეთო მანამ, სანამ დამაცდიან, რომ გარეთ ვიყო.

რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმეს, მასკარადი იქნება. თვითონ პროცესი ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანია ის რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას. ჩემ შემდეგ უნდა გამოვიდეს, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია. ამ ხალხს რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი, რის გაკეთებას მოვასწრებთ.

ამ წუთას გზავნილი არის ცხადი, გამოგვიშვებენ ცოტა ხანი, ამ განცდას, რა განცდაც მე მაქვს ღია სივრცეს რომ ვხედავ და უცნაური განცდები რომ მაქვს თავისუფლების შეგრძნების, ამის საშუალებას მოგვცემენ, რომ ეს შევიგრძნოთ, მერე მოგვცემენ საშუალებას ან გავჩუმდეთ და გავჩერდეთ ან ქვეყნიდან წავიდეთ, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ. ამას ვერ მიიღებენ ვერცერთი ჩვენგანისგან, ამის მერე რას გადაწყვეტენ არ ვიცი. ალბათობა იმის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აქტიური იქნება და ვინც ბრძოლას გააგრძელებს დაიჭირონ, არის ძალიან მაღალი. მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გრძელდება, პროტესტი არსებობს, უამრავი ადამიანი აგრძელებს ამ ბრძოლას მიუხედავად ყველაფრისა, რაც გამოვიარეთ ყველამ ერთად. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი რაღაცისთვის. ვიღაცებს დაიჭერენ, ვიღაცებს სცემენ, დააჯარიმებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს და გასაგები იყოს გზა როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ვაპირებ რუსთაველზე მისვლას დღეს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • “„იგლ ჰილსის“ ინვესტიციით „არაბიზაცია“ არ მოხდება და ქართველი ხალხისთვის უპრეცედენტო ინვესტიციის შედეგი უზარმაზარი იქნება, რაც ქვეყნის მტრებს არ აწყობთ” – დავით მათიკაშვილი
  • თბილისის, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს იარაღის წმენდისას ტყვია გაუვარდა და ტურისტი დაჭრა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge