პენიტენციურმა სამსახურმა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა. მან საპატიმრო დღეს დილით დატოვა.
“რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ სადღაც დილის 11-ის ნახევრისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და დილის 8 საათზე ასე გამომაგდეს გარეთ, სადაც ცოცხალი არსება არ იყო. ტაქსით იყო ერთი ადამიანი გაჩერებული და იმის ნომრით დავუკავშირდი მეუღლეს და მერე ჩემი მეგობარი მოვიდა. ასეთი ისტორია გადამხდა დილიდან. [პირველი ემოციები] უცნაური განცდაა” – ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
ჯაფარიძე 22 მაისს, წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო დააპატიმრეს. პოლიტიკოსს ბრალი სსკ-ის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
