Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფები?

December 17, 2025
“თბილისში 8 სექტემბრის 10:00 სთ-იდან 9 სექტემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება…” – იხილეთ მისამართები

ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტარიფების დადგენა 29 დეკემბრის სხდომაზე მოხდება.

„მიმდინარე წლის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გადაითვალოს. ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში 3 თეთრით გვქონდა შემცირებული სამომხმარებლო ტარიფები. მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირდაპირ აისახა მომხმარებლებზე. პირველ რიგში, ეს არის არასწორად დარიცხული გადასახადები, ან ხანდაზმული დავალიანებები, რომელთა ჩამოწერაზეც კომისია მთელი წლის განმავლობაში მიღებული განცხადებების საფუძველზე რეაგირებდა. ჯამში ასეთი ფორმით, მომხმარებლების სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ჯამი 1 მილიონ ლარამდეა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კომისიის მიერ დადგენილი მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის, ასევე განსაზღვრული ვადების დარღვევისთვის, ჩვენი სისტემა ავტომატურად არიცხავდა მომხმარებლებს კომპენსაციას და ჯამში, წლის განმავლობაში, მომხმარებლებზე დარიცხულმა კომპენსაციამ, რაც მათ კომუნალურმა კომპანიებმა უნდა გადაუხადონ შეადგინა 5.7 მლნ ლარზე მეტი“- განაცხადა ნარმანიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • წერეთელზე ქვეით ქალს მანქანა დაეჯახა
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტიზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge