Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა დგას ფართომასშტაბიანი ამნისტიის უკან – ემზადება თუ არა “ოცნება” ვადამდელი არჩევნებისთვის

December 16, 2025
რა დგას ფართომასშტაბიანი ამნისტიის უკან – ემზადება თუ არა “ოცნება” ვადამდელი არჩევნებისთვის

ირაკლი კობახიძის ინიციატივით, საქართველოში დაახლოებით 35 ათას მძღოლს, რომლებსაც სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდათ, უკან დაუბრუნდებათ. “ოცნება” გადაწყვეტილებას სოციალური და სამართლებრივი მოტივებით ხსნის, თუმცა ოპონენტები კითხვის ნიშნებს სვამენ – რა პოლიტიკური მიზანი შეიძლება იდგეს მასშტაბური ამნისტიის მიღმა.

„ქართულ ოცნებას“ დღემდე არ წარმოუდგენია დამაჯერებელი განმარტება, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ გადაწყვეტილების მიღება სწორედ ახლა. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ მსგავსი შეღავათები ივანიშვილის პარტიას ხშირად არჩევნების წინ ან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ახსენდება.

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს შიდა პროცესებსაც. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლის შემდეგ, მართვის მოწმობები ჩამოერთვათ მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის არაერთ ბენეფიციარს, რასაც ივანიშვილის პარტიაში უკმაყოფილება და შიდა დაძაბულობა მოჰყვა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ კობახიძის ინიციატივას, როგორც მცდელობას, მოწმობები ამ ჯგუფს დაუბრუნდეს.

ამნისტიის გამოცხადება ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. ოფიციალური მონაცემებით, მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა:

დაახლოებით 18 000 მძღოლს – ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის;

3 500-მდე პირს – ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართვისთვის;

დაახლოებით 1 000 მძღოლს – საგზაო შემთხვევის შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის.

ამ ფონზე, “ოცნების” ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მასშტაბური ამნისტია არა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, არამედ ახალი საარჩევნო ციკლისთვის მზადებას უკავშირდება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – განახლებული პროგნოზი
  • გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge