თელავში ავარიას ქვეითი, 73 წლის ქალი ემსხვერპლა .
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი თელავის №3 საჯარო სკოლის პედაგოგი იყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
