Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

December 16, 2025
“იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

x

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ.

„იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან დაკავშირებით. იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების. ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის, რომ ვამხილოთ BBC-ის ფალსიფიკაცია, ჩვენ გამოვიყენებთ.

დასტურდება უკვე, ამ გარემოებით და მათ შორის ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC. იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ ამ სარჩელს. რა თქმა უნდა, მიმართვას სჭირდება მომზადება. მათ შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივ, ბრიტანეთის იურიდიული დახმარების გამოყენებაც იქნება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანია. სამართლებრივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას ტრიბუნა არ უნდა მიეცეს“.

„საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას ტრიბუნა არ უნდა მივცეთ, ეს არის მნიშვნელოვანი. დადასტურდა, რომ ეს იყო საძაგელი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ახლა მცდელობა აქვთ, რომ „ხელოვნურ სუნთქვაზე“ ამყოფონ ეს თემა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ამ საძაგელ დეზინფორმაციას საპარლამენტო ტრიბუნა ჰქონდეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – განახლებული პროგნოზი
  • გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge