მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მეხიკოში თვითმფრინავი ჩამოვდა – შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ მექსიკის შტატის სამოქალაქო დაცვის კოორდინატორმა ადრიან ერნანდესმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, კერძო თვითმფრინავში რვა მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იყო რეგისტრირებული, თუმცა ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათში მხოლოდ შვიდი ცხედარი იპოვეს.
ავიაკატასტროფა მოხდა სან მატეო ატენკოში, ტოლუკას აეროპორტიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარე ინდუსტრიულ ზონაში, მეხიკოდან დასავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით.
თვითმფრინავი აკაპულკოდან, მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე აფრინდა.
ერნანდესის თქმით, თვითმფრინავი, ფეხბურთის მოედანზე დაშვებას ცდილობდა, მაგრამ ახლომდებარე შენობის ლითონის სახურავს შეეჯახა, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. ჩამოვარდნის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს. ხანძრის გამო, რეგიონში დაახლოებით 130 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
