გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მაგრანეთი, ყუდრო, ვეძათხევა, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, წიფორი, ქოჩორაანი, ქავთარაანი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
