Monday, December 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

December 15, 2025
“აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა – აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას და იმას, რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით.

“ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გამოძიებებმა, მათმა დაკავებებმა და გირაოთი გათავისუფლებამ ბევრი კითხვა გააჩინა: არის ეს რეალურად ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა, თუ „ქართული ოცნების“ შიგნით კლანური დაპირისპირება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე თავიდან იცილებენ პარტიის ყოფილ წევრებს კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა მიმდინარე გამოძიებები და მათი ფიგურანტები. შედეგად, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად არიან ან სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები.

ბოლო წლებში მრავალი სხვა მაღალჩინოსნის მიმართაც იყო დაგროვილი კორუფციული ბრალდებები, თუმცა გამოძიება ამ შემთხვევებს არ შეხებია. ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას, და რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება. უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით გაუბრაზდა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ქვეშევრდომებს. ბოლო თვეებში, ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა, ზუსტი მიზეზის დასადგენად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ტემპერატურა -16 გრადუსამდე დაეცემა“- გაფრთხილება მოსახლეობას
  • “საჭიროა იზოლაცია”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
  • ნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ბაგა-ბაღებში დაინერგება – დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge