ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზლდნენ, ისინი აცდნენ საკუთარ ხალხს, ევროპელი ხალხის ნებას, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ევროპული იდენტობის დაკარგვა არის ის ბოლო წერტილი, სადაც ევროპელი ლიდერების მმართველობა ევროკავშირს მიიყვანს.
„საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რამდენად მართალი, სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, სიმართლე აღმოჩნდა. ყველა რისკი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, გაცხადდა და ფარისეველი მხილებულ იქნა. რაც შეეხება ჩვენს ხედვას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობდით, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველა ეს საკითხი დღეს ერთი-ერთში ახდა. ამ მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა მათ შორის ევროკავშირის და ბრიუსელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მათი ხელქვეითი არასამთავრობოების თუ პარტიების ხელით. სად ვიქნებოდით დღეს, ამ წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? აი, იქ ვიქნებოდით, სადაც დღეს უკრაინა არის, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი. ამ მდგომარეობაში რომ ჩააყენეს ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა, თან აგულიანებენ. სინამდვილეში, ამით უარეს მდგომარეობაში შეჰყავთ უკრაინელი ხალხი.
მაგალითად, უთხრას, რომ სინამდვილეში, ამ ფსევდო ევროპულობის საფარქვეშ ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, დემოკრატის შეზღუდვის, უმცირესობების მართვის და არა უმრავლესობების ნების გაზიარების, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად. ვფიქრობ, ეს ის მომენტია, როდესაც ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზლდნენ, ისინი აცდნენ საკუთარ ხალხს, ევროპელი ხალხის ნებას. ერთადერთი გამოსავალი არის, დაუბრუნდნენ საკუთარი ხალხის ნების განხორციელებას, რასაც ასე აცდენილი არიან. შედეგიც პირდაპირ უთხრა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით- ევროპული იდენტობის დაკარგვა. ეს არის ბოლო წერტილი, სადაც ევროპელი ლიდერების მმართველობა ევროკავშირს მიიყვანს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
