Saturday, December 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ევროპა უნდა მოემზადოს იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა, ბებიებმა და დიდმა წინაპრებმა გადაიტანეს”- მარკ რუტე

December 11, 2025
“ევროპა უნდა მოემზადოს იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა, ბებიებმა და დიდმა წინაპრებმა გადაიტანეს”- მარკ რუტე

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოუწოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს, გააკეთონ მეტი, რათა მასშტაბური ომისთვის მოემზადონ. მისვე თქმით, 5-წლიან პერიოდში რუსეთი, შეიძლება, მზად იყოს NATO-ზე თავდასხმისთვის.

„რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ისეთი ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა, ბებიებმა და დიდმა წინაპრებმა გადაიტანეს“, – განაცხადა რუტემ.

მისვე განცხადებით, მართალია, ალიანსის წევრებმა სამხედრო ხარჯები გაზარდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„ახლა საკუთარი თავისთვის მილოცვის დრო არ არის. ვშიშობ, ბევრი ადამიანი ჩუმად თვითკმაყოფილია, ბევრი ვერ გრძნობს გადაუდებელი მოქმედების საჭიროებას, ბევრი ფიქრობს, რომ დრო ჩვენს მხარესაა. ეს ასე არ არის. მოქმედების დრო ახლაა“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც რუტე აღნიშნავს, პუტინმა უკვე დაადასტურა ნება, გაწიროს მილიონობით მოქალაქის სიცოცხლე.

„პუტინი საკუთარი სიამაყის ფასს თავისი ხალხის სისხლით იხდის. თუ ის მზადაა, ასე გაწიროს ჩვეულებრივი რუსები, მაშინ ჩვენთვის გასაკეთებლად რისთვის იქნება მზად?“ – აღნიშნავს რუტე.

NATO-ს გენერლური მდივნის თქმით, ჩინეთის გარეშე რუსეთი უკრაინაში ომს ვერ გააგრძელებდა.

„ჩინეთი რუსეთის მაშველი რგოლია. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ გააგრძელებდა ომს. რუსულ უპილოტოებში და სხვა სისტემებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული კომპონენტების 80 პროცენტი ჩინეთშია წარმოებული. როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები კვდებიან კიევში ან ხარკოვში, ჩინური ტექნოლოგიები არის იმ იარაღში, რომლითაც მათ კლავენ“, – განაცხადა რუტემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამოღებულია დიდი ოდენიბით “ალფა-პვპ” – დაკავებულია სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე
  • “ჩემი პრობლემა გადიოდა გოიმობაზე და გემოვნების დაბალ ხარისხზე” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
  • ვოლოდიმერ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge