Friday, December 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აქვეყნებს

December 11, 2025
მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი რომან გოცირიძის განცხადებაზე საუბრობს, რომლითაც ის აზერბაიჯანსა და ქართულ მთავრობას შორის დაპირისპირებას ეხმაურება.

“რომან გოცირიძე ივანიშვილის მთავრობას ფაქტობრივად ამართლებს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში და პირიქით აზერბაიჯანს აბრალებს საქართველოზე ზეწოლას.
ის ახსენებს აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის გატარებაში საქართველოს მიერ დაწესებულ ტარიფს და იქვე დასძენს რომ ტარიფებში ვერ ერკვევა, რაც რბილად რომ ვთქვათ, მთლად პროფესიული მიდგომა არაა, იმიტომ რომ სწორედ ტარიფებია მთავარი მომენტი.
ვინაიდან რომანს ქოცების გარდა ზოგიერთი ნორმალური ადამიანიც აჰყვა, მინდა კიდევ ერთხელ დეტალურად დაგიმარცვლოთ თუ რეალობაში რა ხდება.
ფაქტები კი შემდეგია: პირველად აზერბაიჯანმა დაიწყო ტვირთების ზიდვა სომხეთში, საქართველოს გავლით. ეს ამბავი კავკასიაში მშვიდობის დამყარების საკითხს ძალიან სოლიდურ საფუძველს უქმნის.
მე რომ ახლა ვწყვეტდე, ამ ტვირთების მხოლოდ სიმბოლურ ტარიფს დავუწესებდი, ვინაიდან ასეთი ტვირთბრუნვა პირდაპირ საქართველოს ინტერესებშია. ის ასევე ძალიან აღიზიანებს რუსებს.
რა ქნა ივანიშვილი მთავრობამ, მათ გამოაცხადეს ტარიფი 0.82 დოლარი კილომეტრზე, მაშინ როცა თავად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტარიფები უტოლდება 0.02 დოლარს კილომეტრისთვის.
აზერბაიჯანის ტარიფებს რომ თავი დავანებოთ, ყულევზე, სადაც ივანიშვილს თავისი კორუფციული ინტერესები დალაგებული აქვს, ჩვენი რკინიგზა 20-ჯერ ნაკლებ ტარიფს ითხოვს, ვიდრე სომხეთის მიმართულებაზე გადაზიდვისთვის.
ახლა მინდა ვუთხრა რომანს – კარგი რკინიგზას, რომ გავცდეთ და ვნახოთ თუ რა ხდება აზერბაიჯანულ ფურებზე, რომელიც ჯერ ახლახანს თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. დიდი ხნის წინ შეთანხმებული გადასახადებით. პრაქტიკულად ყველას აჩერებენ საზღვარზე, უხეშად ეპყრობიან და 1000 დოლარამდე ქრთამს სთხოვენ გატარებისთვის და თუ არ თანხმდებიან გადაჰყავთ საჯარიმო სადგომებზე. საერთოდ რა კავშირშია ეს რკინიგზასთან?
უფრო მეტს გეტყვით, რაც სომხეთის მთავრობისგან შევიტყვე, ახლა კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს სომხეთს, რომ თუ ქართულ არასამთავრობოებს არ აღუკვეთავს ფეხს ერევნიდან, სომხეთის ტვირთებს მთლიანად დაბლოკავენ.
აზერბაიჯანს, რომ საქართველოზე ზეწოლა ნდომებოდა, მას აქვს ბევრად უფრო ეფექტური ბერკეტი გაზის ფასის სახით. დღევანდელი ძალიან დაბალი ტარიფი ჩემს დროს შევათანხმე ილჰამთან და ქოცების მოსვლის შემდეგ, აზერბაიჯანის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ კალაძე რომელიც მაშინ ენერგეტიკის მინისტრი იყო, აზერბაიჯანს სთავაზობდა ტარიფის გაზრდას, ე.ი. ქართველებისთვის გაზის ფასის გაძვირებას და მოგების შუაზე გაყოფას. როგორც მაშინ მითხრა ჩემმა მეგობარმა, კალაძეს და ივანიშვილს ჯიბე აქვთ გამოყოფილი და პირზე აწერიათ “деньги деньги деньги”.
როცა ასეთი რამე ხდება, ყოველთვის უნდა ვიკითხოთ თუ ვის ინტერესებშია ეს აზერბაიჯან-სომხეთის დაახლოების დაბლოკვა.
კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამუშავება, კავკასიაში მშვიდობა და თანამშრომლობა მხოლოდ ერთ სუბიექტს არ მოსწონს ძალიან და ის იმყოფება კრემლში. ხოლო ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს, “ოცნების” გამოკლებით.
და ბოლოს თვითონ რომანიც წერს რომ ამ ბანდისგან ხალხი არაფერს კარგს არ ელის და აქ შეიძლება დავამატოთ – არ ელის იმიტომ რომ ისინი არაფერ კარგს არ აკეთებენ და არც შეიძლება გააკეთონ და თუ ამ მთავარ ფაქტორს გავითვალისწინებთ ყველაფერი ნათელი ხდება”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები ნენე გაბელაია, ნოდარ ჩაჩანიძე და აჩი გოჩიტაშვილი დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge