არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ხალხს დღეს 20:00 – იდან რუსთაველის ამბიონზე იწვევს პარაკლისისთვის.
ის ასევე იმედს იტოვებს, რომ მორწმუნე მთავრობა ხელს არ შეუშლის.
“დღეს 20 საათიდან გელოდებით რუსთაველის ამბიონზე. ჩატარდება წმიდა გიორგის პარაკლისი. ეს “მორწმუნე” მთავრობა იმედია ლოცვას არ აგვიკრძალავს , თუ თქვენი, ხალხის სურვილი იქნება შეგვიძლია რუსთაველზე დავნიშნოთ ყოველდღიური პარაკლისები. ჩვენთან არს ღმერთი” – წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.
