“ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძის მიერ გაკეტებულ განცხადებას ეხმაურება.
“მეგობრებო, ეს არის არიფი!
ანუ ეს არის ტიპი, რომელიც ოთხში “დაწყების და ოთხში დამთავრების” და “თბილისის გამოგლეჯვის” ბოდვით აშლილობას უჭერდა მხარს – ავტოკრატიულ ოპოზიციაზე მუშაობს, იქ უდგას “მისკა” და იქიდან ჭამს.
მხოლოდ ეს ფაქტია საკმარისი რომ ამის არიფობაში დარწმუნდეთ.
ანუ ესეც, გრიგოლიასი, ხაბეიშვილის, ნანულასი და მიშასი არ იყოს –
სწორ გზას აქენსელებს, სწორი გზა არ არსებობსო ამტკიცებს.
სინამდვილეში, ჩვენ არასოდეს, არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს ივანიშვილის ჩამოშლასთან.
არასოდეს ყოფილა რეჟიმი ასეთი სუსტი და მოწყვლადი.
ერთადერთი რაც პროცესს აკლია არის დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც არსებობს – უბრალოდ ჯერ კიდევ ოპოზიციური ავტოკრატიის კედლები აქვს ჩამოსანგრევი იმისთვის, რომ სრულ სურათად გამოჩნდეს და მოქალაქეებში ცვლილების სტიმული გაზარდოს” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ნიკა ობოლაძის თქმით, ივანიშვილის თავიდან მოშორება თითმის შეუძლებლად მიაჩნია, თუმცა რეალურად მიაჩნია ივანიშვილის მიერ სხვა ყველაფრის ბოლომდე განადგურება.
