„ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხას „იუვენტუსის“ მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ — მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ, დაახლოებით საღამოს ნახევარ ათზე, სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ, სისხლდენით ეგდო,“ — წერს წალენჯიხის ყოფილი მერის მოადგილე თმარ ბელქანია და „იუვენტუსის“ მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, მძღოლი მიიმალა, ლევანი კი თავად მოვიდა გონზე და ასე აღმოჩნდა საავადმყოფოში.
“გადარჩა!
ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ დაახლოებით საღამოს 9 ნახევარზე სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო. მძღოლი მიიმალა! ( რედ. მძღოლი დაკავებულია)
ლევანი თავად მოვიდა გონზე და ასე აღმოჩნდა საავადმყოფოში-სამშვიდობოზე.
არ შეიძლება არავის მიტოვება განსაცდელში!
არავის!
ეს ოქროს ბიჭი ჩვენს ჩემპიონებს ზრდის!
ჯანმრთელობა მას! ეს კაცი ჩვენს მომავალს სჭირდება!!
p.s ნასვამი საჭესთან, თუნდაც კარგი ადამიანი, უბრალოდ პოტენციური მკვლელია. (((
ნუ დაჯდებით მთვრალი საჭესთან!!!” – ერს წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში.
