იაპონიის სანაპიროსთან 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს 3 მეტრის სიმაღლის ცუნამი დაატყდეს თავს.
ჯერჯერობით, დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
