“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგების შეზღუდვის თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 დეკემბრის 13:00-საათიდან 10 დეკემბრის 01:00-საათამდე წყალმომარაგება ნაძალადევის რაიონში შეიზღუდება.
“ხვალ, 9 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, დაისის ქ.N16-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 9 დეკემბერს, დღის 13:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 დეკემბერს, დღის 13:00 საათიდან, 10 დეკემბრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ცოტნე დადიანის N 303-329 (კენტ ნომრებს), თმოგვის, დაისის, ღრმაღელის ქუჩას, ქსოვრელის, ქართლის, ქართველიშვილის, კნოლევის, ღოღობერიძის, ტოროშელიძისა, ბეჟანიშვილის და ქუჩებს; ილურიძის და გვაზაურის ქუჩებსა და შესახვევებს;
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
