Sunday, March 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის მოკლეს” – ცნობილი ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი, მაიკლ ბადენი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმეზე

December 7, 2025
“99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის მოკლეს” – ცნობილი ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი, მაიკლ ბადენი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმეზე

ცნობილი ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი, ამერიკელი პროფესორი მაიკლ ბადენი ამბობს, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტე მოკლულია.

ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს.

ჟურნალისტმა ლაშა კვესელაძემ, ამერიკაში ყოფნის დროს ამ თემის ჟურნალისტური გამოძიება გააგრძელა — საქმე საერთაშორისო დონის, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სასამართლო-სამედიცინო ექსპეტრს გააცნო. ამერიკელი პროფესორი, მაიკლ ბადენი 99%-იანი სიზუსტით ამბობს, რომ 12 წლის გოგონა მოკლეს:

“მე ვიყავი ნიუ იორკის მთავარი სასამართლო ექსპერტი. ეს რომ მომხდარიყო ნიუ იორკში , ეს იქნებოდა მკვლელობა. მკვლელობა მოხრჩობით. მხოლოდ პეტექიებით [წერტილოვანი, მრგვალი ლაქები, რომლებიც კანზე სისხლდენის შემდეგ ჩნდება] არ შეიძლება დასკვნების გამოტანა, რომ ადამიანი მოხრჩობით მოკლეს, ბევრი გზა არსებობს, რომ ისინი გაჩნდეს, თუმცა აქ მათ უფრო ჭარბად ვხედავთ, ვიდრე ჩვეულებრივ, უწყინარ შემთხვევებში არის ხოლმე, მაგრამ, ეს ერთი ფაქტორია. მეორე ფაქტორია, რომ ვხედავთ კისერზე ზეწოლის კვალს და სისხლჩაქცევებს მის ქვეშ. ეს არ არის მხოლოდ კანზე, არის კანზე და კანქვეშა ქსოვილებზე. ეს ყველაფერი კისერზე, ზეწოლის არსებობაზე მიუთითებს. იმის ძლიერი სამხილია, რომ ეს იყო მოხრჩობა, სავარაუდოდ, მაღალყელიანი ჯემპრის საყელოს კისერზე მოჭერით, რომელიც გოგონას ეცვა და ამ საყელოს ისე მჭიდრო მოჭერით, რომ გოგონას არ შეძლებოდა დახმარებისთვის დაძახება. ღებინება არასდროს არ არის გარდაცვალების მიზეზი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხანდაზმულ ადამიანს ემართება, როდესაც ისინი ამოხველების რეფლექსს კარგავენ, ან ეს ემართებათ ალკოჰოლის მომხმარებლებს. ხანდახან ნასვამი ადამიანები იგუდებიან საკვებით იმიტომ, რომ ასუსტებს ამოხველების რეფლექსს, ასაკი ასუსტებს ამ რეფლექსს. ამოხველების რეფლექსი ძალიან ძლიერია და სანამ ის ვიღაცას ებრძოდა, რომელიც მას ახრჩობდა, მან შეისუნთქა კუჭის შიგთავსის ნაწილი ფილტვებში” | [ფორმულა] ამბობს პროფესორი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ლიეტუვას წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
  • „მჯერა, რომ რთულმა პერიოდმა უფრო გამაძლიერა…“ – ოთარ კიტეიშვილის ინტერვიუ
  • „თუ ადამიანი არ უფრთხილდება თავის ცხოვრებაში ერთ წამს…“ – რა ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge