ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დათმო. რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა ლას ვეგასში გამართულ UFC 323-ზე მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეძლო და უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
ამით დვალიშვილისთვის ზედიზედ 14-გამარჯვებიანი სერია შეწყდა. ეს UFC-ში სულ მისი მესამე მარცხია. აქამდე ის ბოლოს 2018 წელს დამარცხდა.
ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მას უკვე სურს რევანშის აღება და ქამრის დასაბრუნებლად მზადებას დაუყოვნებლივ დაიწყებს.
