ინგექციონისტი მაია ბუწაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იმ კოლეგებს მიმართავს, რომლებიც BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიების ეჭქვეშ აყენებენ.
ბუწაშვილი ამ მედიკოსებს სთავაზობს უკეთესი კვლევა თავად შესთავაზონ საზოგადოებას.
“აქციების დასაშლელი ნივთიერებები იმისთვის არ არის გამიზნული, რომ მერე ადამიანები თვეების განმავლობაში იტანჯებოდნენ სუნთქვის დარღვევით და კანის სხვადასხვა პათოლოგიებით. თუ ცრემლსადენი გაზი სწორად არის გამოყენებული, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ უნდა იყოს მსგავსი გახანგრძლივებული კლინიკური ნიშნები. ეს არის დასკვნა, სერიოზული დასკვნა და ამის შემდეგ საჭიროა კვლევები.
ვინ აკრიტიკებს ამ სტატიას, იმან უნდა გვითხრას მაშინ, რატომ ინახა ეს ცვლილებები და უკეთესი კვლევა იქნება თვითონ შემოგვთავაზონ.
ძალიან სამწუხარო იყო, ჯერ ტოქსიკოლოგების მხრიდან იყო საოცრება, შარშანდელს შემდეგ ვიძახით, სად არის ტოქსიკოლოგები, ახლა უცებ გამოჩნდნენ და ჩვენ რატომ არაფერი არ გვკითხესო. ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, ვერ ხედავდნენ შარშან რა ხდებოდა? კომენტარი რატომ არ გააკეთეს? მსგავსი ტიპის კვლევები ჩაეტარებინათ თვითონაც, ვიხვეწებოდით, რომ გამოჩენილიყვნენ და ახლა გამოვიდნენ კრიტიკული ტონით, ძალიან საწყენი იყო. არა მარტო ტოქსიკოლოგები. აქ ან არ იციან, რას ნიშნავს კვლევის დიზაინები და მყარი საფუძველი მაქვს, რომ ასე ვიფიქრო”
