Saturday, December 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება” – ექიმები

December 6, 2025
“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება” – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება, საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ჩაატარონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების შეფასება და მოამზადონ პრევენციული რეკომენდაციები.

“სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებში, მათ შორის BBC-ის მიერ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე გავრცელებულ მასალებში, გამოთქმულია ეჭვები, რომ აქციების მონაწილე მოქალაქეებს აღენიშნებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ამგვარ შეფასებაში გამოთქმულ ვერსიებს წარმოშობილი უთანხმოება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ კითხვებს და საჭიროებას ობიექტური, დამოუკიდებელი ანალიზის.
საყურადღებოა ამ საკითხზე ექიმების მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევაც, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში, Toxicology reports-ში. კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკურად სარწმუნო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებს მეტად აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ცვლილებები საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რაც ქმნის საჭიროებას საერთაშორისო სტანდარტებით ობიექტური ექსპერტიზის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ქიმიური აქტებისა და ტოქსიკური აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების სტანდარტებს. მეორე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ კვალიფიციური სამართლებრივი რეაგირება, რომელიც დაეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებებს და საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს. და მესამე, ჩაატაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება, მოამზადოს პრევენციული რეკომენდაციები და დაეხმაროს დაზარალებულ პირებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში” – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სუს-ში გამართულ ბრიფინგზე დასახელდა ნივთიერება, რომელიც მათი მტკიცებით, აქციაზე ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს
  • მაია ბუწაშვილი ქიმიური იარაღის სკანდალზე განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდი იქნება მოსალოდნელი დღეს – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge