Amnesty International ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით, რომელიც BBC-ის გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოყვა. ამის შესახებ განცხადებას Amnesty International ავრცელებს.
„Amnesty International ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების
ტალღით, რომელიც BBC Eye-ის გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოყვა, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის უმეტესწილად მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ შესაძლოა დამაზიანებელი და პოტენციალურად აკრძალული მომწამლავი ქიმიკატები გამოიყენა.
ძალის შესაძლო უკანონო გამოყენებაზე ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების ნაცვლად მთავრობამ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყო პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაადოკუმენტირეს დაზიანებები, გააანალიზეს სამედიცინო მტკიცებულებები, და საჯაროდ ისაუბრეს მომწამლავი ქიმიკატების შესაძლო გამოყენებაზე.
მათ წინააღმდეგ „სახელმწიფოსთვის მტრულ ქმედებებში უცხოური ორგანიზაციის დახმარებაში” ბრალდებები უსაფუძვლოა და, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს დარღვევების დაფიქსირებისგან ხალხის შეკავებას, ლეგიტიმური აკადემიური თავისუფლებისა და ჟურნალისტური და ადამიანის უფლებების სამუშაოს შეზღუდვას, ისევე როგორც სახელმწიფოს ქმედებების შესწავლის ჩახშობას. საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეწყვიტოს თვითმხილველების შევიწროება, აკრძალული ქიმიური ნაერთების შესაძლო გამოყენებაზე ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყოს, პასუხი აგებინოს პასუხისმგებელ პირებს და მსხვერპლს სამედიცინო დახმარება და კომპენსაცია მიაწოდოს,” – ნათქვამია განცხადებაში.
