Friday, December 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვარ”- რა განაცხადა ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესზე

December 5, 2025
„ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვარ”- რა განაცხადა ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესზე

ნუ ჩამკეტავთ ციხეში და სასჯელს რასაც დამაკისრებთ, მზად ვარ მივიღო, – ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ განაცხადა.

ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესზე მასა და ყოფილ მეუღლეს შორის წლების განმავლობაში არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვარ. ადამიანს უფლის სახელით ველაპარაკებოდი, ვეხვეწებოდი, ვთხოვდი, რომ ოჯახი არ მიეტოვებინა. თურმე ფსიქოლოგიურ ძალადობად ჩამითვალეს.

2020 წელს მეუბნება, რომ ქობულეთის ქონება გადმომიფორმეო. ოჯახში დავბრუნდები მაშინ ქობულეთში, წყნეთში და ბორჯომში არსებული ქონების თანამესაკუთრე თუ გავხდებიო, რაზეც დავთანხმდი.

2021 წლის 13 დეკემბერს ყველაფერი გადავაფორმე და ხელიც მოვაწერეთ, იმ დღეს როგორც კი საკუთრება გაიფორმა, იმის შემდეგ ჩემს სიახლოვეს კი არა, სახლთანაც არ მოსულა. ერთი ის მითხრა, რომ დასტური მოვიდაო. აღვნიშნოთ-მეთქი ვუთხარი, მაშინ მითხრა მეგობრებთან ერთად [აღვნიშნოთ], ხომ არ ფიქრობ შენთან დავრჩებიო.

მან რამდენიმე დღე ითხოვა და გადაიფიქრა. ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ მითხრა: სამი თვე მჭირდება და სადაც იქნები იქ ჩამოვალო.

რადგან პოლიტიკური მუნდირის წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს, ავდექი ბორჯომის ხეობაში წავედი, სამი თვეც გავიდა, სამი წელიც გავიდა, მაგრამ არც ერთხელ არ ჰქონია მცდელობა ,რომ ჩემთან დაბრუნებულიყო, ყველა ეს ქონება, ყველა ჩემი ქონება დაიტოვა და მითხრა: ვიძმაკაცოთო”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • 74 წლის კაცი ტრაგიკულად დაიღუპა – ტრაგედიის ახალი დეტალები
  • როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდები – მეტეოროლოგების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge