სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია მარნეულის მეოთხე სკოლის დირექტორი , რომელმაც ატესტატის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 დოლარი გამოართვა.
როგორც სუს-ის ბრიფინგზე ემზარ გაგნიძემ განაცხადა, აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
“მარნეულში, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
