HBO-მ თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის დახურული ჩვენება დღეს, 5 დეკემბერს შედგა.
მისი საჯარო პრემიერა კი HBO Max-ზე 12 დეკემბერს შედგება.
“მარტინა ვოიცეხოვსკაიასა და იოვიტა ბარანიეცკას დოკუმენტური ფილმი, “გატაცებული ბავშვები”, რომელმაც მთელი ევროპა შეაძრწუნა, HBO Max-ზე 12 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი” – წერს HBO სოციალურ ქსელში.
