Thursday, December 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

15 მილიონი ლარის ღირებულების განუბაჟებელი ნედლი ნავთობის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებულია 3 ყაზახეთის მოქალაქე

December 4, 2025
15 მილიონი ლარის ღირებულების განუბაჟებელი ნედლი ნავთობის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებულია 3 ყაზახეთის მოქალაქე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედი ნავთობის, რომლის ღირებულებაც 15 მილიონს აღემატება, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავა ყაზახეთის სამი მოქალაქე. ამასთან დაკავშირებით განცხადებას უწყება ავრცელებს.

“საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის 3 მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, 2025 წლის 3 დეკემბერს, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ხელმძღვანელმა პირებმა, ტერმინალის რეზერვუარებში არსებული -10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.
ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში, განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები.
საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით”. – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის აკრძალული ავტომობილებისთვის გადაადგილება?
  • წყალი 12 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge