4 დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო და ქარიანი დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც ქარი და მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით + 7 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარი და უნალექო დღეა სოხუმში. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მცირე ქარი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ქარიანი და მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +9 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ქარი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +6, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმას ელოდებიან, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
